სტიქია ლაგოდეხში - დატბორილი სახლები და დასეტყვილი სავარგულები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, რომლებიც სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელდებდნენ. 

აგრეთვე დაზიანებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულებიც, თუმცა დაზიანების ხარისხის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ლაგოდეხის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ვითარებას უახლოეს მომავალში გაეცნობა.
| Print |
FaceBook Twitter Google