კაბალში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მერს ხვდება
წუხელ მოსულმა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალგორთან ერთად სოფელი კაბალიც დააზარალა.
ამ წუთებში დაზარალებულ მოსახლეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ხვდება.

კაბლის მცხოვრებლების ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა გაანადგურა მოსავალი, მრავალწლოვანი კულტურები, სათბურები და საცხოვრებელი სახლების სახურავები.

შეგახსენებთ, რომ წუხელ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტია  სოფელ მსხალგორშიც,, სადაც განადგურებულია მოსავალი, დახოცილია შინაური ფრინველი და დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
| Print |
FaceBook Twitter Google