გურჯაანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კაცის ცხედარი იპოვეს
გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე 85 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.  მეზობლებმა პოლიციას მას შემდეგ აცნობეს, რაც კაცის საცხოვრებელი სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს.
პირველადი დათვალიერებით მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება და  რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google