თელავის აგრარული ბაზარი 2000 ლარით დააჯარიმეს
იმ რეკომენდაციებისა და რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც პანდემიის პერიოდში ამოქმედდა, თელავის აგრარული ბაზარი 2 ათასი ლარით დააჯარიმდა.
შრომის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებმა ადმინისტრაცია თერმოსკრინინგის არასაკმარისი აპარატის გამო გუშინ გააფრთხილეს.

დაჯარომების შემდეგ კი ბაზრის ადმინისტრაციამ ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილზე ჩავიდა და ვითარებას გაეცნო გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილვილსა და ბაზრის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბაზარი ისევ გაიხსნებოდა, მოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცემოდათ და გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართებოდა, სადაც არსებული წესების დაცვის შესახებ კონსულტაციებს გაივლიდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google