რომელ სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლა სოციალური პროგრამით
იმ სტუდენტებს, რომლებსაც თანხის გადაუხდელობის გამო, სტატუსი შეჩერებული აქვთ ან აქვთ დაბალი ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მთავრობა დაეხმარება.
"ყველა სტუდენტი, რომელსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 ქულამდე აქვს, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. აგვრეთვე, ყველა სტუდენტი, 150 სოციალურ ქულამდე, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც, სახელმწიფო დაუკომპენსირებს ერთი წლის, 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google