2020 წლის პირველ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ
სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა 2020 წლის 1-ელ
სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციული
ღონისძიებებიდან გამომდინარე მიიღეს.
შსს-ს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რიგისა და საჯარიმო
სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების
სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო
პროცედურები.
მასალის გამოყენების პირობები