კომპანია "ფრონტერას" თანამშრომლები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 1200 ლარს მიიღებენ
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ამერიკულ კომპანია ფრონტერასთან თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, მთავრობა ფრონტერასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად შეხვედრისთვის ემზადებიან. როგორც მან აღნიშნა,  კვლავაც დიდ პრობლემად რჩება იმ 84 თანამშრომლის სახელფასო დავალიანების საკითხი, რომელიც ფრონტერამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა.

ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნავთობისა და გაზის კოროპორაციამ მათ ერთჯერადად 1 200 ლარით დაეხმაროს, – განაცხადა თურნავამ.

speqtri.ge-მ ნავთობმომპოვებული კომპანია "ფრონტერას" გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხი არაერთხელ გააშუქა. მათ აქცია მიმდინარე წელს, დედოფლისწყაროში, არსებული დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით რამდენჯერმე გამართეს. 






| Print |
FaceBook Twitter Google