სად უნდა დარეგისტრირდნენ 18 წლამდე მოზარდები დახმარების მისაღებად
18 წლამდე პირებისა და თვითდასაქმებულებისთვის სახელმწიფო დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნება სპეციალური ვებ-პორტალი.
წინასწარი ინფორმაციით, პორტალზე 18 წლამდე პირებს დახმარების მისაღებად დაბადების მოწმობის ატვირთვა დასჭირდებათ. ამასთან ერთად მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაც იქნება საჭირო.

ცნობისთვის, გუშინ, პრემიერმა განაცხადა, რომ 15 სექტემბრამდე  18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს, ხოლო ის თვითდასაქმებულები, რომლებმაც დახმარების მიღება ვერ შეძლეს, ამას გამარტივებულად შეძლებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google