საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1010 გახდა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.


| Print |
FaceBook Twitter Google