გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც speqtri.ge-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,არსებოდა საფრთხე, რომ
ცეცხლი სხვა სახლზეც გავრცელებულიყო,თუმცა მეხანძრეებმა ლოკალიზება და
შემდეგ ლიკვიდირება დროულად შეძლეს. ადგილზე ექვსი ბრიგადა
მუშაობდა,ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები