დავით ბაქრაძემ გურჯაანელებს დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ, გურჯაანში, ადგილობრივე ბს გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებული ოლქის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა. შეხვედრა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.                                             

" ხალხს აღარ უნდა ერთპიროვნული მმართველობა,მათ უნდათ რომ რამდენიმე გუნდი მუშაობდეს ერთად და ხალხის მოსმენით იღებდეს გადაწყვეტილებებს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით,რომ ევროპული საქართველოს გარეშე კოალიციური მთავრობა ვერ შედგება. თუ ვინმეს უნდა ერთპიროვნული მთავრობა,სხვა პარტიას მისცეს ხმა,თუ ვინმეს უნდა კოალიციური მთავრობა და ნორმალური მართვა,ხმა უნდა მისცეს ევროპულ საქართველოს,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2020 /