პანდემიასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევისთვის 100-ზე მეტი ობიექტი დაჯარიმდა
შრომის ინსპექციამ პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების
დარღვევისთვის 100-ზე მეტი ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
,,დღეისათვის შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი, იმ
შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდეგაც
ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია
ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება რომ მოახდინოს
ობიექტის დახურვა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები