200-ლარიანი დახმარებების გაცემა პირველი სექტემბრიდან დაიწყება
ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარებების გაცემა პირველი სექტემბრიდან დაიწყება- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით განცხადებების მიღება პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში უკვე დარეგისტრირდა 600 868 ბავშვი, რაც საქართველოს 366 000 ოჯახს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google