საგარეჯოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და სეტყვამ, ქალაქ საგარეჯოში, თოხლიაურში, პატარძეულში, გიორგიწმინდაში, ხაშმში, წყაროსთავსა და ნინოწმინდაში საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები დააზიანა. დატბორიალია რამდენიმე სახლი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი  გიორგი ერბოწონაშვილი ამ წუთებში სტიქიის ზონაში იმყოფება. ზარალის დათვლა სპეციალურმა კომისიამ დილიდან დაიწყო. სოფელ თოხლიაურში ე.წ ყიასაანთ ადიდებული ხევის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქის მასშტაბითა და სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

| Print |
FaceBook Twitter Google