25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
განკარგულების მიხედვით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ცნობისთვის, შატილის გზაზე  გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 3-ის მდგომარეობა მძიმეა.
| Print |
FaceBook Twitter Google