როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს.
უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 26 აგვისტოდან ტემპერატურა 30-34 გრადუსამდე მოიმატებს. ეს მაჩვენებელი კი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, როგორც მთაში, ისე - ბარში შენარჩუნდება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ დაბლობში ტემპერატურა 30-დან 35 გრადუსამდე დაფიქსირდება, 27-28 აგვისტოს, კი ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

| Print |
FaceBook Twitter Google