კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა
stopcov.ge -ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მე-19 პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს, 25 აგვისტოს გამოქვეყნდა.



უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1150, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 6018 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 249. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს- 41მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google