დღეს ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაუშვეს
მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული.

ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.  შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google