შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობა გაუმჯობესდა
შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, სამივე პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება.

„ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ. ასევე გაჩნდა გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება. ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. “, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google