საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება
პირველი ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები და თეატრები გაიხსნება.-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

„დაბა მესტიასა და ლენჯერში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება, 2 სექტემბრიდან გაიხსნას აღნიშნული სოფლები. დაბა მესტიასა და ლენჯერში 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც ხელს შეუწყობს პრევენციას და სურათის ნათლად ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია მობილობის შესამცირებლად. შესაბამისად, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, 1-ლი ოქტომბრიდან კი საბავშვო ბაღები. ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებლებთან, რის შესახებაც მიღებულ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწვდით. გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით. კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google