შატილის ავარიის დროს დაშავებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შატილში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა- ამის შესახებ განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა გააკეთა.

მისი თქმით, დინამიკა პროგრესირებს და მათ ნაწილობრივ დამოუკიდებლად სუნთქვაც შეუძლიათ.
„ჰემოდინამიკური პარამეტრები და უარყოფითი დინამიკა ბოლო რამდენიმე საათია არ ვლინდება, თუმცა არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო ისინი იმყოფებიან ე.წ. ვაზოპრეზო ადრონომემოტიკურ მხარდაჭერაზე, მაგრამ მაქსიმალური დოზა შემცირდა საშუალო დოზებამდე. სამივე მათგანთან ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია გრძელდება. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. უარყოფითი დინამიკა ორ მათგანთან გამოიხატება ანთებითი მარკერების მხრივ, შეიცვალა ანტიბიოტილო თერაპია. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ“, - განაცხადა მან

| Print |
FaceBook Twitter Google