შატილის ავარიისას დაშავებულ პაციენტებში დადებითი დინამიკა აღინიშნება
შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული პაციენტების მდგომარეობაში შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება - ამის შესახე თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორ მათგანთან წნევა სტაბილური გახდა, ანუ, შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია. ამ დრომდე სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.
„შემოსვლისას პაციენტების მდგომარეობა იყო კრიტიკული. კლინიკურად სახეზე იყო პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობით, რაც გულისხმობდა, რომ იყო მკვეთრი არასტაბილური გემორაგია, მძიმე ტრავმულ-გემორაგიული შოკი. ნევროლოგიური სტატუსი ფასდებოდა, როგორც სამი ქულა და იყო სამივე მათგანთან მწვავე რესპირატორული სინდრომი. ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის დიაგნოზი. ორ მათგანთან მოხსნილია ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის დიაგნოზი. ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google