ყარაჯალაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი "ნაციონალებს" მუქარაში ადანაშაულებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი აღაჯალა ოღუჯოვი "ნაციონალურ მოძრაობას" ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. ოღუჯოვის მტკიცებით, იმის გამო, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ სოფელში აგიტაციას ეწევა, გვიან ღამით უცნობი პირები სოფლის ცენტრში დახვდნენ და პოლიტიკური აქტივობის შეწვეტისკენ მოუწოდეს. ოღუჯოვი "ნაციონალური მოძრაობის" ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს ახსენებს და ფიქრობს, რომ მისი დაშინება სწორედ ბოტკოველის ინტერესებში შედის.


| Print |
FaceBook Twitter Google