გიორგი ბოტკოველი "ქართული ოცნების" მხარდამჭერის ბრალდებას პასუხობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები  აღაჯალა ოღუჯოვის ბრალდებას,რომ მას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაემუქრნენ,თელავი-ახმეტა-ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ზეწოლას მათი პარტიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.                                                "ამაზე რა კომენტარი გავაკეთო?მართლა სისულელეა და არ სცხვენიათ მსგავს რამეს რომ აკეთებენ? ხელისუფლება ადანაშაულებს ოპოზიციას,რომ ოპოზიცია აშინებს. სამარცხვინოა უბრალოდ და მეტი არაფერი. არც ვიცი ვინ არის ეგ ადამიანი. ალბათ ვიღაცამ დაავალა მასე ეთქვა. "ქართული ოცნება" უნდა მოემზადოს წაგებისთვის" -განაცხადა ბოტკობელმა speqtri.ge-სთან.
| Print |
FaceBook Twitter Google