წნორში მრავალბინიან საცხოვრებლებში წყლის მრიცხველები დამონტაჟდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში გამრიცხველიანება იწყება. პროექტზე ტენდერი შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით საცხოვრებელი ბინების დეტალური დაპროექტება მოხდება და ყველა აბონენტის ბინაში ინდივიდუალური წყლის მრიცხველი დამონტაჟდება.
გამრიცხველიანება 2021 წელს დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.
პროექტს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, რომელზეც 1 090 286 ლარი დაიხარჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google