გრიპის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოვა-ამირან გამყრელიძე
კორონავირუსის არსებობაში ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, თავშეკავებულად მოვუწოდებდი, მეტად გაეცნონ ლიტერატურას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, 25 მილიონს მიუახლოვდა ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ 800 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა უკვე ამ ინფექციას და ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს შემთხვევათა მატება. დღესაც სადღაც 270 000-მდე იყო ახალი შემთხვევების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ შემსუბუქდა დაავადების სიმძიმე და ჭარბობს ბევრად მსუბუქი შემთხვევები მძიმეს და კრიტიკულს, რაოდენობა არ იკლებს. ვაქცინა წლის ბოლომდე დიდი ალბათობით ვერ იქნება დამტკიცებული, ამიტომ ისევ და ისევ რჩება ეს შემზღუდავი ღონისძიებებიდა დისტანცირება“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობა გრიპის სეზონს აცრილი დახვდეს.
„სახელმწიფოს აქვს ნაყიდი დაახლოებით 135 000 დოზა გრიპის ვაქცინა, რომელიც ჩვენთან ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოვა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ გავზარდოთ თუ არის შესაძლებელი, რადგან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა გრიპის ვაქცინაზე. ასევე, კერძო სექტორი შემოიტანს და სახელმწიფო აცრის რისკჯგუფებს. ამიტომ, ეს ორგანიზებულად დაიწყება ოქტომბერში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google