პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ გაიხსნება
პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ, პირველ სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანხმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება. სხდომა კი დღესა არის ჩანიშნული.

პლენარულ სხდომას, ისევე როგორც ბიუროს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა და არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google