ბოლო მონაცემებით კახეთში 1800 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 1800 ტონამდე ყურძენი. მეტწილად საადრეო, ასევე ცქრიალა ღვინოებისა და ბრენდის დასამზადებლად განკუთვნილი ჯიშის ყურძენი.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 110 კომპანია და ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 15 ღვინის საწარმო. რთველის მიმდინარეობის შესახებ განახლებული სტატისტიკის ნახვა შესაძებელია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე:http://www.wine.gov.ge/Ge/Harvest.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "რქაწითელისა" და "კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც: შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა "რქაწითელის" ან "კახური მწვანის" ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ყურძენი /