ბაღში ბავშვის მიყვანის და გამოყვანის წესი იცვლება
პირველი ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება. დაწესებულებებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მათ ახალი სააღმზრდელო წლიდან მოუწევთ.


გარდა, თერმოსკრინიგის და პირბადის სავალდებულო ტარებისა საბავშვო ბაგა-ბაღებში სხვა შეზღუდვებიც იმოქმედებს. პერსონალის გარდა, წესების გათვალისწინება მშობლებსაც მოუწევთ. მშობლებს ბაღის შენობაში შესვლის საშუალება არ ექნებათ. ასევე მათ მოუწევთ ბაღის პერსონალის მიერ დროში შემუშავებული გრაფიკის დაცვაც, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში მშობელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად.

გარდა ამისა, ბავშვებისთვის იკრძალება სახლიდან სათამაშოების მიტანა, ხოლო ხმარებიდან ამოიღება ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება. ასევე ბავშვებისთვის უნდა შეიქმნას ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთები ისე, რომ სახელოვნებო და გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი. თამაშისას დაცული უნდა იყოს დისტანცია და ბავშვებს ყოველდღიურად უნდა მიეცეთ ღია სივრცეში თამაშის შესაძლებლობა.

ბაღში მისვლის და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ აუცილებელია:
37°С ან 37°С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
• მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
• აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე;
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;
• საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე.

| Print |
FaceBook Twitter Google