საარჩევნო კომისიის შენობებში გადაადგილების რეგულაციები დაწესდა
ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ შენობებში შესვლისა და გამოსვლის, ყოფნის და გადაადგილების რეგულაციები განსაზღვრა.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე განისაზღვრა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.
კერძოდ:

ა) შენობის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჩივრის განხილვაზე პირის დაბარებისას, საჩივრის ავტორს მოსთხოვოს რომ იგი ვალდებულია გადაიმოწმოს ტემპერატურა და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია უზრუნველყოს მისივე წერილობითი განცხადების საფუძველზე მისი ჩამნაცვლებელი პირის წარმოდგენა, აღნიშნულის თაობაზე მხარის ტექნიკური საშუალებით დაბარების აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

გ) ცხელების დაფიქსირების შემთხვევების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს სპეციალური ჟურნალში, რომლის ფორმა მტკიცდება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით;

დ) თერმოსკრინინგს და სპეციალური ჟურნალის წარმოებას უზრუნველყოფს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი პირი;

ე) საარჩევნო კომისიების შენობებში სამუშაო მაგიდებისა და სხვა ინვენტარის ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;

ვ) საარჩევნო კომისიის შენობებში უნდა განთავსდეს ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;

ზ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიის შენობების ბუნებრივი ვენტილაცია.

ამავე დოკუმეტის მიხედვით, სავალდებულოა პირბადის გამოყენება:

ა) საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში;

ბ) საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში;

გ) საარჩევნო კომისიებში შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
დ) საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისას;

ე) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” უფლებამოსილი პირის მიერ ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

აღნიშნული დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა/გამოსვლაზე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს
დაკავებული 10 პირი მოინახულეს.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს.
20:25 / 16.04.2024
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, თეოდოროს
რუსოპულოსის თხოვნით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონპროექტი ევროპულ კომისიას (ვენეციის კომისია) გადაეცა
დაჩქარებული წესით მოსაზრების მოსამზადებლად.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის თხოვნით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ კომისიას (ვენეციის კომისია) გადაეცა დაჩქარებული წესით მოსაზრების მოსამზადებლად.
20:13 / 16.04.2024
საქართველში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებით,
კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, არ არის
„ფრანგული კანონი“. იგი აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც
სუვერენულულ ქვეყანას, აქვს უფლება, რომ მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც
სურს, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ
აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.
საქართველში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებით, კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, არ არის „ფრანგული კანონი“. იგი აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულულ ქვეყანას, აქვს უფლება, რომ მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.
19:41 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტში წარადგინეს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორი
ალტერნატიული კანონპროექტი, რის შემდეგაც კენჭი უყარეს, თუ რომელი
კანონი უნდა აეღოთ საფუძვლად, რომელსაც უკვე პირველი მოსმენით
განიხილავდნენ.
საქართველოს პარლამენტში წარადგინეს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორი ალტერნატიული კანონპროექტი, რის შემდეგაც კენჭი უყარეს, თუ რომელი კანონი უნდა აეღოთ საფუძვლად, რომელსაც უკვე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.
16:20 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23-02-2024
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
18:17 / 09-02-2024
სხვა ამბები
“ქართული ოცნებიდან” კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.
15:32 / 05-04-2024
„ქართული ოცნება“ კვლავ აინიცირებს ე.წ აგენტების, იგივე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის დღეს, 3 აპრილს გახდა ცნობილი.
12:28 / 03-04-2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) განცხადებით, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს საარჩევნო კოდექსში ცვლილების კანონპროექტს, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადეკვატურად არ აისახოს მანდატებში.
15:41 / 26-03-2024
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
14:02 / 15-03-2024
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07-03-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 24 °C
img
საგარეჯო 12 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 22 °C
img
სიღნაღი 11 / 24 °C
img
ლაგოდეხი 11 / 21 °C
img
ყვარელი 11 / 24 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.