კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 65 ფაქტი დაფიქსირდა
2020 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს მასშტაბით, სხვა რეგიონებთან შედარებით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


იმერეთში დაფიქსირდა 44 ფაქტი, აჭარაში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, ქვემო-ქართლშიც - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 17, შიდა ქართლში - 15, გურიაში - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 3, მცხეთა მთიანეთში - კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების სულ 207 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 487 მ3-მდე ხე-ტყე.“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 15 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხე-ტყე /