საკარანტინო ვადა 8 დღემდე შემცირდა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საკარანტინო ვადა 14 დღის ნაცვლად 8 დღით განისაზღვრა.
"საკარანტინე სივრცეები, მოგეხსენებათ, ჩვენთან ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლის პირობებში. საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე. ვამცირებთ იმისთვის, რომ დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და სტუმრებსაც მათ შორის. იქნება 8 დღე, 8 დღის შემდგომ კი იქნება PCR ტესტი. მე-9 დღეს ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება — 12 დღის თავზე კიდევ ერთი ტესტის გაკეთების", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.


| Print |
FaceBook Twitter Google