I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების საკლასო ოთახში ჩატარება სავალდებულოა
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად,  I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩაუტარდებათ, V-დან XII კლასების მოსწავლეებისთვის კი კვირაში რამდენიმე დღე ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებაც იქნება ნებადართული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, სკოლა თავად ირჩევს სწავლების მოდელს.

კერძოდ, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლიათ დანერგონ შერეული ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად, თუმცა, ეს არ შეეხება I-IV კლასის მოსწავლეების სწავლებას.

აგრეთვე,  V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე.




| Print |
FaceBook Twitter Google