საარჩევნო ღონისძიებებზე 200-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა არ გავრცელდება
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 200-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საარჩევნო ღონისძიებებზე არ გავრცელდება.


„შეზღუდვები, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსზე. გვინდა მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს მაქსიმალურად დაიცვან წესები როგორც 2 მეტრიანი დისტანცა, ასევე პირბადის გამოყენება იქ, სადაც ამის მოთხოვნაა” – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google