დღეიდან ხალხმრავალი სარიტუალო ღონისძიებები აიკრძალა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ხალხმრავალი იუბილეების, ქორწილების, ქელეხებისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებების გამართვა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში ისევ აიკრძალა.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად, აკრძალულია არა ქორწინების აქტის გაფორმება, არამედ ამ ღონისძიების 10 კაცზე მეტის შემადგენლობაში აღნიშვნა. როგორც imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს.
არაუმეტეს 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.

იზღუდება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც. რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ნოემბრამდე გადაიდო თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა.

| Print |
FaceBook Twitter Google