გურჯაანელი ქალის დაინფიცირების წყარო უცნობია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც შუახნის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგთა ჯგუფი  მუშაობას მალე დაიწყებს. ისინი  კონტაქტებს ადგილზე დაადგენენ.  ამ დროისთვის პაციენტის დაინფირების წყარო უცნობია. 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, დღის ბოლოს კონტაქტების ნაწილი გამოიკვეთება, რომლებსაც PCR კვლევა ჩაუტარდება და მათი პასუხები ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ დილით გახდება.

“ეს ქალბატონი რესპურატორული სიმპტომებით მოხვდა საავადმყოფოში, რის გამოც ჩავუტარეთ PCR ტექსტი. შედეგებმა ვირუსი დაადასტურა,”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

დაინფიცირებული ქალი ამ დრომდე გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში რჩება, თუმცა მას თბილისში სპეციალიზირებულ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
| Print |
FaceBook Twitter Google