კახეთის რეგიონში ცხელებიანი პაციენტების რიცხვი არ გაზრდილა - ნელი ხიზანიშვილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

-" ქალბატონს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მრავავრიცხოვანი კონტაქტები არ აქვს. არ შეინიშნება სტაციონარებში ცხელებიანი პაციენტების დიდი მატება. უბრალოდ ადგილი აქვს მომართვიანობას წითელ ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან, კერძოდ აჭარიდან ჩამოსული პირების. ყველა კონტაქტს რომელიც ეკუთვნის აჭარის ცნობილ კლასტერებს, უფასოდ უტარდებათ ტესტირება”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google