რთველს წარმატებით დავამთავრებთ - ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რთული პერიოდის მიუხედავად, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება ხდება, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვები ამ პირობებში. ასე, რომ რა თქმა უნდა, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. საბოლოოდ, რთველს წარმატებით დავამთავრებთ და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, კახეთში გამართული აქცია პოლიტიკური სპეკულაცია იყო.

„როდესაც ერთი პარტიის ხუთი აქტივისტი გამოვა და რაღაცას იტყვის, ეს არ არის მოსახლეობის საყოველთაო აზრი. მე გთხოვდით ჟურნალისტებს, რომ არ ენდოთ არც ჩემს, არც ოპონენტების სიტყვას, მოსახლეობას შეხვდით და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება. ჩვენი და ჩემი სურვილია, რაც მეტად გაიყიდება ნებისმიერი პროდუქტი, ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს, ეს ჩემი ინტერესია, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს ფერმერს იმიტომ, რომ თუ ფერმერი მეტად კმაყოფილი იქნება, ე.ი. ჩვენ უფრო კარგად ვმუშაობთ. ჩვენი სამუშაო ფაქტობრივად ამით იზომება“,- აღნიშნა დავითაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google