საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

ცვლილების თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტის წევრად არჩეულ პირებს და არა ცესკოში დარეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტების მაჟორიტარი და პროპორციული სიის კანდიდატებს. ცესკოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. თითოეულმა მათგანმა უნდა წარადგინოს 100-დან 150-მდე კაციანი პროპორციული სია. ასევე, კანდიდატები რეგისტრირებული არიან 30 სამაჟორიტარო ოლქში. შესაბამისად, შემოწმების გავლის ვალდებულება ერთდროულად შეიძლება 9 000 პირს წარმოექმნას, რაც COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისა და ქვეყანაში ვირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი რისკების და საფრთხის შემცველია.

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ერთჯერადია და ის მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავრცელდება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება

| Print |
FaceBook Twitter Google