ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები პირველი ოქტომბრიდან განხორციელდება
გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება. მისივე თქმით, რეისს ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს.

„დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ 1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით. ეს იქნება ფრენები განხორციელდება Wizz Air-ი. ეს არ იქნება ჯერ თამამი გადაწყვეტილება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში 1 რეისი. მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად“, - განაცხადა მან

პრემიერ მინისტრის განმარტებით, საქართველოს საჰაერო სივრცის ეტაპობრივი გახსნა ეპიდვითარების და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება

| Print |
FaceBook Twitter Google