გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-25 სექტემბერს
საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28
გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. თბილისში შესაძლებელია მცირე
წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25
სექტემბერს +27, +29 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები