ლაგოდეხში კორონავირუსი შუახნის ქალს დაუდასტურდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შუახნის ქალი უკვე გადაყვანილია თბილისის ერთ- ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობენ.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 38 -ს შეადგენს. ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ვითარებას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ისინი მოქალაქეებს ჯანდაცვის უწყებების მიერ დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google