შინაგან საქმეთა სამინისტრო საარჩევნოდ სპეციალურ ჯგუფებს ქმნის
საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,  შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.

შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უკვე გამოსცა.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.









| Print |
FaceBook Twitter Google