კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
StopCov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 255 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 563, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google