პარლამენტი ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს
საკანონმდებლო ორგანოში დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმოქმედებს თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. პუნქტების ფუნქციონირება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, განათლების სამინისტრომ 2023 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.

| Print |
FaceBook Twitter Google