სოფელ ვეჯინში მინი სტადიონი მოეწყობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყობა.  მერიამ ტენდერი 69 143 ლარზე უკვე გამოაცხადა.
წინადადებების მიღების ვადა 29 სექტემბერს იწყება და 2 ოქტომბერს იწურება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.


პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გარე განათებაც უნდა მოეწყოს.
| Print |
FaceBook Twitter Google