კახეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსი სულ 38 ადამიანს აქვს დადასტურებული.
როგორც ცნობილია, ბოლო კოვიდინფიცირებული გუშინ გამოვლინდა და ის ლაგოდეხში არსებული კლასტერის კონტაქტის კონტაქტია. პაციენტი მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში გადის, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


| Print |
FaceBook Twitter Google