ლაგოდეხში კორონავირუსით 3 თვის ჩვილი დაინფიცირდა
ლაგოდეხში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ამჯერად, დაინფიცირებული 3 თვის ჩვილია, რომელიც ლაგოდეხში მშობლებთან ერთად სტუმრად რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა.
ოჯახის ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება , მათი ნიმუშები გადაგზავნილია ლაბორატორიაში, რომლის პასუხები ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

რეგიონის მასშტაბით ბოლო რამდენიმე კვირაში დაინფიცირების მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მასშტაბით ასეთია: ლაგოდეხი -13 ; მატანი - 16; ველისციხე - 7; სიღნაღი - 2, ხოლო ყვარელი 1 შემთხვევა.


| Print |
FaceBook Twitter Google