სასწავლო პროცესი ეტაპობრივად უნდა აღდგეს – გიორგი გახარია
სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათშორისი კომისია დღეს სწავლის განახლების ეტაპებზე იმსჯელებს.
„დღეს გვექნება უწყებათშორისი საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს. ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, საკლასო ოთახებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google