ლაგოდეხში ინფიცირებული სამი თვის ჩვილის მშობლებსა და ბებიას კორონავირუსი დაუდასტურდათ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  კორონავიურისის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან სამი მათგანი 3 თვის ჩვილის ოჯახის წევრია, მშობლები და ბებია.
მათი  პასუხები დღეს გახდა ცნობილი. ექიმების თქმით, დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაგეგმილია ყველა მათგანის სპეციალიზირებულ კლინიკაში მოთავსება და პარალელურად კონტაქტების მოძიება.

დაინფიცირებულები აჭარიდან, ლაგოდეხში სტუმრად, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდნენ.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 43  ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. 


| Print |
FaceBook Twitter Google